თებერვალში ინფლაციის დონემ 0,1 პროცენტი შეადგინა
- ეკონომიკა
- 04.03.2016
- 11:17
2016 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,1 პროცენტი შეადგინა.
მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,45 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნული ზრდა ძირითადად გამოწვეულია თამბაქოს ნაწარმზე ფასების 13,6-პროცენტიანი მატებით. ფასები ასევე გაიზარდა ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფზე (2,7 პროცენტი);
კავშირგაბმულობა: წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა 4,1 პროცენტით.
შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,13 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა სატელეფონო, სატელეგრაფო და სატელეფაქსო მომსახურებაზე (4,1 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2,3-პროცენტიანი კლება, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,28 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-5,3 პროცენტი).