ინდონეზიის კუნძულ იავაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 21.11.2022
- 22:13
ინდონეზიის კუნძულ იავაზე 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ძლიერი მიწისძვრის შედეგად162 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ასობით პირი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
სტიქიის გამო საცხოვრებელი უკვე 13 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. დაზიანებულია 2 200-ზე მეტი სახლი.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა 100 კილომეტრის დაშორებით მდებარე ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაშიც.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200