რუსეთის წარმომადგენლები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ მიიწვიეს
- მსოფლიო
- 22.11.2022
- 12:09
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელმა კრისტოფ ჰოისგენმა განაცხადა, რომ უახლოეს კონფერენციაზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მიწვეულნი არ არიან.
ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
„რუსი ჩინოვნიკები მიწვეულნი არ არიან 2023 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ჩვენ მათ არ დავუთმობთ ადგილს თავიანთი პროპაგანდისთვის. გვინდა რუსეთის მომავალი რუსულ ოპოზიციასთან და მათთან ერთად განვიხილოთ, ვისაც {რუსეთის ხელისუფლება} დევნის. მათი ხმა ძლიერად უნდა ისმოდეს“, - დაწერა ჰოისგენმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200