ვირჯინიის შტატში, სუპერმარკეტში სროლას ათი ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 23.11.2022
- 16:02
აშშ-ში, ვირჯინიის შტატშის ქალაქ ჩესაპიკში „ვოლმარტის“ სუპერმარკეტში სროლას ათი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თავდამსხმელი, სავარაუდოდ, სუპერმარკეტის მენეჯერი იყო. მან კლიენტებს გაუხსნა ცეცხლი, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სროლის შედეგად არიან დაჭრილებიც. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.
თავდასხმის მოტივი უცნობია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200