png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთი ამზადებს ლუკაშენკას ლიკვიდაციას, რათა ბელარუსის არმიაზე კონტროლი დაამყაროს - RLI

  • მსოფლიო
  • 26.11.2022
  • 12:14
რუსეთი ამზადებს ლუკაშენკას ლიკვიდაციას, რათა ბელარუსის არმიაზე კონტროლი დაამყაროს - RLI

კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ ომშ ბელარუსის ჩართვის რადიკალური ვარიანტი დაგეგმა. კერძოდ, რუსეთმა ჩაიფიქრა ბელარუსის არაღიარებული პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკას ლიკვიდაცია და მის არმიაზე კონტროლის დამყარება.

ამის შესახებ რობერტ ლანსინგის ინსტიტუტის (Robert Lansing Institute, RLI) ანალიტიკოსები აცხადებენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, რუსეთის არმიის ხელძღვანელობის წყარომ დაადასტურა, რომ კრემლმა უკვე მიიღო ლუკაშენკას ლიკვიდაციის გადაწყვეტილება.

ექსპერტების თქმით, კრემლი გეგმავს წარადგინოს გაყალბებული მტიცებულებები ლუკაშენკას მკვლელობასთან ნატოს-ს დაზვერვის ხელმძღვანელობით უკრაინისა და პოლონეთის კავშირის შესახებ. ეს ვითარება ფორმალური საბაბი გახდება ბელარუსის არმიის მონაწილეობისა უკრაინის წინააღმდეგ ომში.

რუსეთის სამხედრო დაზვრევა უახლოეს დღეებში, შესაძლოა, შეეცადოს შეიმუშაოს ლუკაშენკაზე თავდასხმის ან მისი იმიტაციის სცენარი. ამ ოპერაციის მიზანია ბელარუსი დიქტატორის დაშინება და იძულება გასცეს ბრძანება რუსეთის მხარეს ომში ჩართვის შესახებ.

ექსპერტების თქმით, რუსეთის სადაზვერვო სამმართველოში უკვე ამუშავებენ ლუკაშენკას მკვლელობის გგემას ოპერაციის დროს. სავარაუდოდ, მის ადგილს დაიკავებს „ოდკბ“-ს მოქმედი გენერალური მდივანი სტანისლავ ზასი, რომელიც წარმოშობით რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი ჩერნიგოვის ოლქიდან არის.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ორი არმია თავისი სარდლობის ქვეშ გააერთიანოს. მაშინ ლუკაშენკა ქვეყნის მართვის შესაძლებლობას დაკარგავს. ამჟამად, მართლაც არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ბელარუსი დიქტატორი თავის პოსტს დაკარგავს და მის ადგილს მარიონეტი ზასი დაიკავებს.  

 „რუსეთი ბელარუსში, სავარაუდოდ, მოაწყობს შეიარაღებულ პროვოკაციებს, რათა ლუკაშენკას ომში ჩართვა აიძულოს. მაგრამ ლუკაშენკასთვის ძალაუფლების დაკარგის შიში მთავარი დაბრკოლება იქნება. ბოლო ინფრომაციები მოსკოვში მყოფი წყაროებისგან ადასტურებს ანალიტიკსოების აღნიშნულ მოსაზრებებს ალექსანდრ ლუკაშენკასთვის დრამატული სცენარის განვითარების სასარგებლოდ“, - ამბობენ ექსპერტები.

ლუკაშენკამ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში ბელარუსის შეიარაღებული ძალების გაგზავნას არ აპირებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge