გონიოში მანქანა ხეს დაეჯახა, დაიღუპა 2 მგზავრი
- სამართალი
- 27.11.2022
- 12:07
ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელ გზაზე, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ექიმებს ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ორი კაცი გარდაცვლილი დახვდა, ერთი დაშავებული კი, ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200