ავტოსაგზაო შემთხვევას ლაგოდეხში ორი ადამიანი ემსხვერპლა
- სამართალი
- 27.11.2022
- 13:15
ლაგოდეხში მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ვარდისუბანთან მოხდა.
გვიან ღამით 28 და 35 წლის მამაკაცები "მერსედესის" მარკის ავტომობილით დედოფლისწყაროს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ცუდი ხილვადობის გამო, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ხეს შეეჯახა. მიღებული დაზიანებებით ორივე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
დაღუპულები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანიდან არიან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200