png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რაც მოხდა სამების დედათა მონასტერში, ეს არის იმ სიძულვილის ენის შედეგი, რაც ყოველდღე საზოგადოებაში ითესება - სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი

  • საზოგადოება
  • 27.11.2022
  • 14:40
რაც მოხდა სამების დედათა მონასტერში, ეს არის იმ სიძულვილის ენის შედეგი, რაც ყოველდღე საზოგადოებაში ითესება - სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი

ის, რაც მოხდა სამების დედათა მონასტერში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის იმ სიძულვილის ენის შედეგი, რა სიძულვილიც საზოგადოებაში ითესება ყოველდღე, - ამის შესახებ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა მეუფე სვიმეონმა ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულზე საუბრისას განაცხადა.

"ის, რაც მოხდა სამების დედათა მონასტერში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის იმ სიძულვილის ენის შედეგი, რა სიძულვილიც საზოგადოებაში ითესება ყოველდღე. და ყველამ გაიგოს ეს. არაფერი დასამალი არ მაქვს.

მოგეხსენებათ ყველას, აი ტელევიზიები არიან აქ და მოგეხსენებათ ყველას, რომ მე არასოდეს არ გამოვირჩეოდი ინტერვიუებით იმიტომ, რომ ხდება ხოლმე არასწორი ინტერპრეტაცია, არასწორად მიტანა საზოგადოებასთან იმ აზრის, რასაც ვამბობთ ჩვენ, სამწუხარო არის, კიდე ერთხელ ვიტყვი არა მარტო ტელევიზიების, არამედ ძალიან ბევრი არასწორად მოაზროვნე ადამიანის შედეგია, ის რაც მოხდა რამოდენიმე დღის წინ ჩვენს ეპარქიაში. წინა დღეებში იყო თავდასხმა ეკლესიაზე, პირადად ჩემზე, მრავალ სასულიერო პირზე და შედეგმა არ დააყოვნა", - განაცხადა მეუფე სვიმეონმა.

26 ნოემბერს პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებმაც ხაშურის მუნიციპალიტეტში ცხრამუხის მონსასტერში 70 წლის მონაზონი გააუპატიურეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის აზრით, ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე ძალადობა და მისი გაუპატიურება ზოგიერთი მედიისა და კრიტიკოსების მიერ ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანიის შედეგია, რომელიც "მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge