„მთის კურორტების განვითარების კომპანიის" კაპიტალი 8 მლნ ლარით გაიზარდა
- ეკონომიკა
- 04.03.2016
- 13:36
„მთის კურორტების განვითარების კომპანიის" კაპიტალი 8 მლნ ლარით გაიზარდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მთავრობის გადაწყვეტილებით, "საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 8 000 000 ლარი გამოეყოფა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" კაპიტალის გაზრდის მიზნით. პროექტის ფარგლებში განხორციელდება სამთო-სათხილამურო კურორტების კეთილმოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეგიონების ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით 2016 წლისათვის დაგეგმილი სამუშაოები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200