png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსებმა უკვე დააზიანეს 32 000 სამოქალაქო და ინფრასტრუქტურის 700 ობიექტი - უკრაინის შსს

  • მსოფლიო
  • 27.11.2022
  • 23:50
რუსებმა უკვე დააზიანეს 32 000 სამოქალაქო და ინფრასტრუქტურის 700 ობიექტი - უკრაინის შსს

რუსი ოკუპანტების ცეცხლის შედეგად უკრაინაში 32 ათასამდე სამოქალაქო და 700-ზე მეტი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევგენი ენინმა ტელემარათონის დროს განაცხადა.

„როგორც ტერორისტებს სჩვევიათ, მათ მიზანში აქვთ სამოქალაქო ობიექტები. დღეისათვის 32 ათასამდე ასეთი ობიექტია, რომლებსაც რუსული ჭურვები მოხვდა. ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობის კერძო ან მრავალბინიანი სახლები. დაფიქსირებული დაბომბვების სამიზნეების მხოლოდ 3% არის სამხედრო ობიექტი.

რუსების სამიზნეებად რჩება ასევე კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ობიეტქები. დღეის მგომარეობით დაფიქსირებულია 700-ზე მეტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა - ეს არის აეროდრომები, ხიდები, ნავთობბაზები, ელექტრო ქვესადგურები და ა. შ. რომლებიც ორკების დარტყმების ქვეშ მოექცნენ“, - თქვა ენინმა.

ენინმა აღნიშნა, რომ რუსები „ამ დრომდე შეპყრობილები არიან სიბნელეში უკრაინის ჩაძირვის მანიაკალური სურვილით და არ არსებობს საფუძველი ფიქრისა, რომ ისინი გაჩერდებიან“.

„ჩვენ შესაძლოა, საკმაოდ მძიმე დღეები გველოდეს, მაგრამ მთავრობა ემზადება და ვიცი, რომ უკრაინელების დიდი უმრავლესობა ასევ ემზადება ამ შეტევებისთვის, ჩვენ ვერ გაგვტეხენ“, - განაცხადა ენინმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს უკრაინის 7 რეგიონის 524 დასახლებულ პუნქტს ელექტრომომარაგების მხრივ სირთულეები აქვთ, მათ ნაწილს ელექტროენერგია საერთოდ არ აქვს, ნაწილს კი შეზღუდულად მიეწოდება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge