png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ოკუპანტებმა ბახმუტის სამხრეთით წინ წაიწიეს, თუმცა ქალაქის ალყაში მოქცევას ვერ შეძლებენ - ISW

  • მსოფლიო
  • 29.11.2022
  • 10:01
ოკუპანტებმა ბახმუტის სამხრეთით წინ წაიწიეს, თუმცა ქალაქის ალყაში მოქცევას ვერ შეძლებენ - ISW

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონში ბახმუტიდან სამხრეთით წინ წაიწიეს, თუმცა მათი განცხადებები „წარმატების“ შესახებ გადაჭარბებულია, რადგან ისინი ქალაქის ალყაში მოქცევას მაინც ვერ შეძლებენ.

როგორც ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები იუწყებიან, გეოლოკაციური ფოტოები აჩვენებს, რომ რაშისტებმა, სავარაუდოდ, დაიკავეს ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთით 15 კმ-ში მდებარე სოფელი - ოზარიანოვკა. რუსულმა მედიამ კი უკვე გაანცხადა, რომ მთ თითქოს ქალაქთან მდებარე რამდენიმე დასახლება დაიკავეს.

რუსეთში აცხადებენ, რომ მათ თითქოს „აიღეს“ კურდიუმოვკა, კლეშიევკა, ანდრეევკა, ზელნოპოლიე, პოდგოროდნეე და სპორნოე. ოკუპამტები, თავიანთ „წარმატებებზე“ საუბრისას, აცხადებენ, რომ ბახმუტის „ალყაში მოქცვას“ შეძლებენ, თუმცა მსგავსი განცხადებები სიცრუეა.

 „ამ დროისათვის, ღია წყაროებიდან არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რაც ამ ინფორმაციებს დაადასტურებს, რუსული წყაროები აქტიურად ავრცელებენ ცრუ განცხადებებს ბახმუტთან წარმატებების შესახებ საინფორმაციო ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ოქტომბრიდან გრძელდება. ცოტა ხნის წინ გამოთქმული უსაფუძვლო ტერიტორიული პრეტენზიები, შესაძლოა, იყოს ამ განგრძობადი საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი“, - აღნიშნავენ ISW-ში.

ანალიტიკოსების მონაცემებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ოკუპანტებმა ზემოთხსნებული სოფელი მართლაც დაიკავეს, ეს მაინც არ შეუქმნის საფრთხეს ბახმუტი-სევერსკისა და ბახმუტი-კონსტანტინოვკის მაგისტრალებს, რომლებიც მნიშვნელოვანია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. ამის გარდა, არსებობს სხვა მაგისტრალებიც, რომლებიც ბახმუტს დასავლეთითა და ჩრდილოეთით მდებარე უახლოეს სოფლებთნ აკავშირებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გუშინ, 28 ნოემბერს, უკრაინის არმიის აღმოსავლეთ დაჯგუფების წარმომადგენელმა სერგეი ჩერევატიმ განაცხადა, რომ ბახმუტი ბრძოლის მთავარ ეპიცენტრად რჩება. მტერი დღეში, მის წინააღმდეგ საშუალოდ 180-200 საარტილერიო დარტყმას ახორციელებს. ოკუპპანტები დონბასზე ათობით შტურმის განხორციელებას ცდილობენ, სიტუაცია ძალიან რთულია. თუმცა უკრაინის ძალები მტერს მედგარ წინააღმდეგობას უწევენ. ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ძალებმა ოკუპანტების ჯგუფი გაანადგურეს და ბახმუტთან საბრძოლო პოზიციები დაიკავეს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge