png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციაზე გვქონდა მყისიერი რეაგირება, ექსპერტიზაზე თავად სააკაშვილმა თქვა უარი - რატი ბრეგაძე

  • კომენტარები
  • 29.11.2022
  • 19:08
სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციაზე გვქონდა მყისიერი რეაგირება, ექსპერტიზაზე თავად სააკაშვილმა თქვა უარი - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მინისტრის თქმით, ამ ფაქტის გავრცელების შემდგომ, სამინისტროს მხრიდან მყისიერი რეაგირება მოხდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ექპსერტიზის ჩატარებაზე უარი თავად ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა. 

"რაც შეეხება მოწამვლას, ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთმა ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაგირება. მივმართეთ ექპსერტიზას და როდესაც მივიდნენ ექპსერტიზის წარმომადგენლები, თავად სააკაშვილმა განაცხადა ამ ექსპერტიზაში მონაწილეობაზე უარი.

თქვენ დასვით კითხვა - საიდან შეიძლება აღმოჩენილიყო მედიკამენტები. მედიკამენტებს ბუნებრივია, აწვდის სამედიცინო პერსონალი და ამის შესახებაც ვთქვი, რომ არა ერთი ცილისმწამებლური კამპანია ვნახეთ, რაც პირდაპირ შეიძლება შეფასებული იყოს, როგორც ექიმის მუშაობაში უკანონო ჩარევა და შესაბამისად, თუკი ვინმე ბედავს და ექიმზე მსგავსი ტიპის განცხადებას გააკეთებს, რომ ექიმმა შესაძლოა ვინმე მოწამლა, ბუნებრივია, ეს არის სრულიად ამორალური. მეორე, რაც შეეხება საკვებს, საკვებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რომელსაც მას აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები - ეს არიან ოჯახის წევრები და ასევე სხვა პირები, რომლებზეც მან განაცხადა თანხმობა. შესაბამისად, როდესაც ვინმე ბედავს და საუბრობს ან საკვებზე ან მედიკამენტებზე, კეთილი ინებოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს, თუ ვისზე საუბრობს," - აცხადებს რატი ბრეგაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge