png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახმეტაში 25 ჰა-ზე ვენახი გაშენდა

  • საზოგადოება
  • 30.11.2022
  • 11:35
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახმეტაში 25 ჰა-ზე ვენახი გაშენდა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, აგრომიმართულების პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, მეწარმემ ბექა ნახუცრიშვილმა ახმეტაში 25 ჰა-ზე ვენახი გააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 750 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 150 000 ლარს შეადგენს.

ბექა ნახუცრიშვილს ახმეტაში ვენახებთან ერთად სასტუმრო, რესტორანი და მარანი აქვს მოწყობილი. ტურისტებს მის მიერ დაწურული საფერავის, რქაწითელის, მწვანის და ქისის დაგემოვნება ადგილზე შეუძლიათ. მეწარმე ქვევრის ღვინოს აწარმოებს და მას ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, თუმცა სამომავლოდ განვითარებას და ღვინის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

„2004 წლიდან  დაკავებული ვარ მევენახეობით და მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 25 ჰა-ზე შევძელით ვენახის გაშენება. 2020 წელს კი მარნის მოწყობა გადავწყვიტეთ, სადაც აქ მოსულ სტუმრებს ჩვენი ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე ასევე გავაკეთეთ რესტორანი და სასტუმრო, რათა ტურისტებისთვის მეტად კომფორტული და სასიამოვნო გარემო შეგვექმნა. ისინი უკვე აქ დარჩენასაც შეძლებენ“, - განაცხადა მეწარმემ, ბექა ნახუცრიშვილმა.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთ მეწარმეს  შევუწყოთ ხელი, რათა  მეტად განვითარდეს და შეძლოს ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოება. ბექა ნახუცრიშვილი საქართველოს ბანკთან 2019 წლიდან პარნიორობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან ახმეტაში ვენახთან ერთად, როგორც მარნის, ასევე სასტუმროსა და რესტორნის გაკეთება შეძლო. ის სამომავლოდ ახალი ჯიშის დამატებას და ექსპორტზე საკუთარი ღვინის გატანას გეგმავს.  წარმატებას ვუსურვებთ  ბექას, ჩვენ კი კვლავ გავაგრძელებთ მცირე მეწარმეების მხარდაჭერას, განსაკუთრებით რეგიონებში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, ირაკლი ვანიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge