png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სააკაშვილის დიაგნოზის გასაჯაროებაზე უარის თქმა, გვაფიქრებინებს, რომ სიმულაციურია საუბრები მის ჯანმრთელობაზე და ამ ყველაფერს რეალური საფუძველი არ გააჩნია - იონათამიშვილი

  • კომენტარები
  • 30.11.2022
  • 12:34
სააკაშვილის დიაგნოზის გასაჯაროებაზე უარის თქმა, გვაფიქრებინებს, რომ სიმულაციურია საუბრები მის ჯანმრთელობაზე და ამ ყველაფერს რეალური საფუძველი არ გააჩნია - იონათამიშვილი

რაც უფრო დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო, -  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია რაც დაიწყო, მით უფრო, მძიმე საყურებელი გახდა პარტია. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, ისინი როგორ არიან დაცლილი ყოველგვარი ღირებულებებისა და რესურსისგან.

„მხოლოდ ერთმანეთის ქიშპითა და საყვედურებით გამოდიან და თავად სპეკულირებენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით. ეს ადასტურებს, რომ მსგავსი ჯგუფების ადგილი პოლიტიკაში არ არის და რაც უფრო დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო. ეს ადამიანები უარს ამბობენ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზის გასაჯაროებაზე, რაც ლოგიკურად გვაფიქრებინებს, რომ სიმულაციური არის საუბრები სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და ამ ყველაფერს რეალური საფუძველი არ გააჩნია. ისინი მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციებზე არიან ორიენტირებული. გვახსოვს, რომ სააკაშვილს აქვს ნიუ იორკსა და მაიამიში პენტჰაუსები შეძენილი და როცა ასეთი ქონება გაქვს, კიდევ უფრო მეტად არ გესიამოვნება, იყო პატიმარი და სასჯელს იხდიდე სამართლიანად. სხვა მხრივ, არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ ვთქვათ, მას ის სამედიცინო მომსახურება არ მიეწოდება, რაც მისთვის აუცილებელია“, – განაცხადა რატი ონათამიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge