png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩვენ გვთხოვენ პოლიტიკურად გადაწყვეტილების მიღებას – სააკაშვილის გათავისუფლებას, რომ ქვეყანა არიონ - ირაკლი კობახიძე

  • კომენტარები
  • 01.12.2022
  • 15:20
ჩვენ გვთხოვენ პოლიტიკურად გადაწყვეტილების მიღებას – სააკაშვილის გათავისუფლებას, რომ ქვეყანა არიონ - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვთხოვენ პოლიტიკურად გადაწყვეტილების მიღებას – სააკაშვილის გათავისუფლებას, რომ ქვეყანა არიონ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრი „ემპათია“ პირდაპირ არის დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“, რასაც მისი ხელმძღვანელი არასდროს მალავდა, ამიტომ მათ მიმართ სანდობაა ნულის ტოლია.

„ეს ორგანიზაცია ჩვეულებრივად მიკერძოებულია. რაც შეეხება დიაგნოზს, მარტივად უნდა ითქვას, რა კონკრეტული დაავადებაა ისეთი, რომელიც უნდა იწვევდეს პატიმრის გათავისუფლებას. ასეთი ჩამონათვალი შეიძლება, ჰქონდეს ნებისმიერ პატიმარს ან არაპატიმარს. ანუ, გარკვეული ტიპის სამედიცინო გადახრები და სამედიცინო ჩვენებები შეიძლება, აღენიშნებოდეს სხვა პატიმრებს. ეს ჩამონათვალი არაფერს ნიშნავს, კონკრეტულად უნდა მიუთითონ ასეთი დაავადება, პრობლემა, პათოლოგია, რაც სხვა პატიმარს არ აქვს. ამას არ ამბობენ და მშრალი საუბარია, პიარკამპანია, ლობისტური კომპანიები, რაც პრინციპულად მიუღებელია. ქვეყანას ვერავის ავარევინებთ, ჩვენ გვთხოვენ პოლიტიკურად გადაწყვეტილების მიღებას – სააკაშვილის გათავისუფლებას, რომ ქვეყანა არიონ. რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. მთავარია დიაგნოზი, როგორია პატიმრის მდგომარეობა, ასევე, პატიმარი ემორჩილება თუ არა მითითებებს, მკურნალი ექიმების რჩევებს. ვინც ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, ამაზე მან უნდა ისაუბროს და წარმოადგინოს ინფორმაცია. ქირაობენ ლობისტურ კომპანიებს, 400 დღის განმავლობაში აცხადებენ, რომ ყოველდღიურად რეგრესირებს პატიმარი. ეს ყველაფერი წარმოუდგენელია. მიზანია, თანაგრძნობის გაჩენა, მიუხედავად იმ მძიმე დანაშაულებისა, რაც მას აქვს ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით პატიმრების მიმართ. ბუნებრივია, ამას ვერ გავყვებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge