png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში, თუ მოწამვლა შედგა, მიაჩნია, რომ აქ არის უცხო სახელმწიფოს კვალი - გიული ალასანია

  • კომენტარები
  • 01.12.2022
  • 16:36
ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში, თუ მოწამვლა შედგა, მიაჩნია, რომ აქ არის უცხო სახელმწიფოს კვალი - გიული ალასანია

ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში, თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, მას ასე მიაჩნია, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომელიც ჩემს შვილს მტრად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მედიას განუცხადა.

ალასანია ამბობს, რომ ყველა სპეკულაცია მისი შვილის ისედაც გაუარესებულ ჯანმრთელობას კიდევ უფრო ვნებს.

"ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში, თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, მას ასე მიაჩნია, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომელიც, მოგეხსენებათ ჩემს შვილს მტრად მიიჩნევს. ამერიკაში ეს ტესტები გაკეთდა საუკეთესო ლაბორატორიაში, კალიფორნიაში, რომელიც ითვლება ნომერ პირველ ლაბორატორიად და ანალიზიც გაუკეთდა საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ, რა თქმა უნდა, ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან მათ რეპუტაციას და ზერელედ ამ საკითხს არავითარ შემთხვევაში არ მოეკიდებოდნენ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველას მოვუწოდებ, პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისაგან თავის შეკავებისაგან და ჩემი შვილის გაუარესებული ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავის შეკავებას. აქ წყდება მოგეხსენებათ ადამიანის, ჩემი შვილის ამ შემთხვევაში, სიკვდილ სიცოცხლის საკითხი და ყველას ვთხოვ დედის პოზიციას ყურადღებით მოეპყროს და მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინოს. ჩემი შვილი არ აპირებს რაიმე მონაწილეობა გააგრძელოს ქართულ პოლიტიკაში და მან ეს განცხადება არაერთხელ გააკეთა სასამართლო პროცესებზე ასევე, და იმედი მაქვს სამართლიანი გადაწყვეტილების. გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი სპეკულაცია ვნებს ჩემი შვილის ისედაც ძალზედ გაუარესებულ ჯანმრთელობას და გთხოვთ, პატივი სცეთ ჩემი შვილის და ჩვენი ოჯახის ღირსებას", - თქვა გიული ალასანიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge