png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მოლაპარაკების თემა ვლადიმირ პუტინმა, შესაძლოა, თავისი ძალების შესავსებად გამოიყენოს - ჯეიმს კლევერლი

  • მსოფლიო
  • 03.12.2022
  • 14:54
მოლაპარაკების თემა ვლადიმირ პუტინმა, შესაძლოა, თავისი ძალების შესავსებად გამოიყენოს - ჯეიმს კლევერლი

მოლაპარაკების თემა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ახალი შეტევის დაწყებამდე, შესაძლოა, თავისი ძალების შესავსებად გამოიყენოს.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს იმის რისკი, რომ დაზავებას პუტინი რეალურად იმისთვის გამოიყენებს, რომ მოამზადოს ჯარი და დაამზადოს საბრძოლო მასალები, ასევე თავიდან აღჭურვოს თავისი შეიარაღებული ძალები.  

მან აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მზად იქნებოდა პუტინთან მოლაპარაკებისთვის, თუ მას ომის დასრულების რეალური სურვილი ექნებოდა - რაც ჯერ არ ჩანს.

ასევე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც განაცხადა, რომ გააგრძელებს ლაპარაკს რუსეთის ლიდერთან, რათა შეეცადოს აღკვეთოს ნებისმიერი შემდგომი ესკალაცია და მიაღწიოს კონკრეტულ შედეგებს, ისეთს, როგორიცაა ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

თუმცა კლევერლიმ, რომელმაც ამ კვირაში მონაწილეობა მიიღო ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბუქარესტში, ეჭვქვეშ დააყენა, რომ პუტინი რელაურად დაიწყებს მოლაპარაკებას კეთილი ზრახვებით.  

 „საქმე იმაშია, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ „სამშვიდობო“ მოლაპარაკებები -და მე სიტყვას „სამშვიდობოს“ ბრჭყალებში გამოვიყენებ - ვლადიმირ პუტინის მიერ იქნება ინიცირებული“, - თქვა მან.

მისი თქმით, თუ რუსები საბრძოლო მოქმედებებში ნებისმიერ პაუზას გამოიყენებენ გადაიარაღებისთვის, მაშინ შემდგომში, შესაძლოა, უფრო მეტი პრობლემა წარმოიშვას.

 „მაშინ ჩვენ კვლავ ვიხილავთ ზუსტად იგივე სცენებს, არ ვიცი, შესაძლოა, 6, 12, 18 თვის შემდეგ“, - აღნიშნა კლევერლიმ.

 „ამ საკითხის გადაწყვეტა უნდა იყოს მყარი, რეალური. ჩვენ უნდა ვუფრთხილდეთ პაუზას, რომელსაც რუსეთი იმისთვის გამოიყენებს, რომ დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიის მომდევნო ფაზა იქნება უფრო ეფექტიანი“, - განაცხადა კლევერლიმ.

 „შეხედეთ, ვლადიმირ პუტინმა ხელი გაიწაფა ამ საკითხში. საქართველო უნდა ყოფილიყო ერთჯერადი ღონისძიება, ასე არ არის? ყირიმი უნდა ყოფილიყო ერთჯერადი, ასე არ არის? აღმოსავლეთ უკრაინა უნდა ყოფილიყო ერთჯერადი {ღონისძიება}. ფაქტობრივად კი, ჩვენ დავინახეთ, რომ ისინი  აგრესიის ამ ბოლო ტალღისთვის ემზადებოდნენ“, - აღნიშნა კლევერლიმ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge