პუტინი დონბასს ეწვევა - პესკოვი
- მსოფლიო
- 03.12.2022
- 20:25
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასვლას გეგმავს. იუწყება რუსული გამოცემა „ტასი“.
„პუტინი დროთა განმვალობაში დონბასს ეწვევა“, - განაცხადა პესკოვმა. პესკოვს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთში მობილიზაცია დასრულებულია და დამატებითი ინფორმაციები არ გავრცელდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200