ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს, ახლობლებს - სალომე ზურაბიშვილი
- საზოგადოება
- 04.12.2022
- 08:35
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში, დონეცკის რეგიონის ქალაქ ბახმუტში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის ოჯახებს მიუსამძიმრა.
"დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს", - წერს პრეზიდენტი.
3 დეკემბრის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 33 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200