primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

კვირიკაშვილი: უნდა გამოიყოს საინიციატივო ჯგუფი, ვინც ბიზნესის წინადადებებს და პრობლემებს მთავრობამდე მიიტანს

  • პოლიტიკა
  • 04.03.2016
  • 16:44
კვირიკაშვილი: უნდა გამოიყოს საინიციატივო ჯგუფი, ვინც ბიზნესის წინადადებებს და პრობლემებს მთავრობამდე მიიტანს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან დიალოგის მუდმივმოქმედი ფორმატი შეიქმნება.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, უნდა გამოიყოს საინიციატივო ჯგუფი, ვინც ბიზნესის წინადადებებს და პრობლემებს მთავრობამდე მიიტანს და მთავრობის წარმომადგენლების ჩართულობით ამ საკითხებზე სწრაფი რეაგირება მოხდება.

„ეს გააიოლებს თქვენს ცხოვრებას და ფუნქციონირებას“, - მიმართა პრემიერმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.

პრემიერი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე.

„რა თქმა უნდა, მსხვილი ბიზნესი უმნიშვნელოვანესია და საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა ის ტრადიცია, სულ ცნობადი სახეები ფიგურირებენ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, უნდა შეიცვალოს და გამდიდრდეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებით. ეს არის ძალა, სადაც ყველაზე მეტი დინამიკაა, ყველაზე მეტი ზრდის მაჩვენებლებია, დასაქმების თვალსაზრისით ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია და ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ არსებულ პრობლემატიკას. ჩვენ მოვედით იმ პრობლემებზე ღიად სასაუბროდ, რომელთა გადაჭრასაც მცირე და საშუალო სექტორისთვის ცვლილებების მოტანა შეუძლია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ძალიან საჭირო დოკუმენტი შეიქმნა ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობით, რომელშიც ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც და მთავრობის სურვილია, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების სტრატეგიის შექმნაში მცირე და საშუალო ბიზნესის მონაწილეობა და ჩართულობა იყოს მაქსიმალური.

მთავრობის მეთაურმა ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მეწარმეობის წახალისებაა.

„მეწარმეობა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მცირე საწარმოებს და ინიციატორი, დამწყები ბიზნესისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დაფინანსების მოპოვებაში ხელშეწყობას. უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას დამწყები ბიზნესის დაფინანსების ფონდი, მდიდრდება პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“, იწყება მისი ახალი ქვეპროგრამები, მათ შორის „უმასპინძლე საქართველოში“, რომელიც მცირე სასტუმროების ქსელების წახალისებას ახდენს და დაფინანსების მოპოვების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. გვინდა, მოვისმინოთ თქვენი წინადადებები, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას კიდევ, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად წაახალისოს მცირე და საშუალო ბიზნესი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა საგადასახადო კოდექსში ცვლილებებზე, რომელიც მოგების გადასახადის გაუქმებას და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრას გულისხმობს; მთავრობამ დაამტკიცა მთელი რიგი ღონისძიებები გადასახადების ადმინისტრირების გამარტივების კუთხით მთელი.

„მნიშვნელოვანია „სტარტაპის“ დაფინანსება, რათა დამწყებმა ბიზნესმა უზრუნველყოფის გარეშე შეძლოს დაფინანსების მოპოვება და ქვეყანაში დაფინანსდეს ინოვაციური იდეები, საფინანსო ინსტიტუტებში უზრუნველყოფის წარდგენის გარეშე. უმნიშვნელოვანესია მმართველობის კუთხით მომსახურების გამარტივება და ერთიანი „ფრონტ ოფისის“ შექმნა, სადაც მთავრობის მხრიდან ყველა მომსახურება ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი იქნება, ასევე - ინფრასტრუქტურული და რეგიონული განვითარების პროექტები და ჩვენ ამ პროცესში მცირე ბიზნესის ჩართვას მივესალმებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მცირე და საშუალო ბიზნესის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge