უკრაინას სჭირდება გენერატორები და ტრანსფორმატორები, ერთი თვის წინ მივმართეთ საქართველოს მთავრობას თხოვნით, სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია - კასიანოვი
- კომენტარები
- 06.12.2022
- 13:38
უკრაინას სჭირდება გენერატორები და ტრანსფორმატორები, ერთი თვის წინ მივმართეთ საქართველოს მთავრობას თხოვნით, სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
„უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში - გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისთვის და სკოლებისთვის, - კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიან განზრახვაში - მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით და სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია“, - განაცხადა კასიანოვმა.