png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა გაიმტკიცეს - ჯორჯიის შტატში რაფაელ უორნოკმა გაიმარჯვა

  • მსოფლიო
  • 07.12.2022
  • 10:21
დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა გაიმტკიცეს - ჯორჯიის შტატში რაფაელ უორნოკმა გაიმარჯვა

წინასწარი მონაცემებით, ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების მეორე ტურის შედეგად, მოქმედი დემოკრატი სენატორი რაფაელ უორნოკი იმარჯვებს. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ Edison Research-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამის შედეგად, დემოკრატები ზედა პალატაში აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებენ.

უორნოკმა მეორე ტურში რესპუბლიკელი კანდიდატი ჰერშელ უოლკერი დაამარცხა. ამგვარად, 100-ადგილიან სენატში დემოკრატებს 51, რესპუბლიკელებს კი, 49 ხმა ექნებათ.

ორივე კანდიდატმა მხარდამჭერებს უკვე მიმართა და მადლობა გადაუხდა.

დემოკრატ რაფაელ უორნოკის თქმით, რთული კამპანიის შემდეგ, მისთვის პატივია, წარმოთქვას დემოკრატიის ყველაზე ძლიერი სიტყვები – „ხალხმა თავისი სათქმელი თქვა“.

დამარცხებული რესპუბლიკელმა ჰარშელ უოლკერმა განაცხადა, რომ მისი მრავალი სპორტული მიღწევის მიუხედავად, „სენატში კენჭისყრა იყო საუკეთესო რამ, რაც კი მთელი ცხოვრების განმავლობაში გამიკეთებია“. ამასთან, როგორც უოლკერმა აღნიშნა, არასდროს შეწყვეტს ბრძოლას ჯორჯიისთვის

ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა სენატში 49-49 ადგილი მიიღეს. ამის გამო გადამწყვეტი ხდებოდა კამალა ჰარისის ხმა, რომელიც სხდომებში იღებს მონაწილეობას.

ამავე დროს, წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი რესპუბლიკურმა პარტიამ მოიპოვა.

ჯორჯიაში პირველი ტურის დროს ვერც რესპუბლიკელმა გერშელ უოკერმა და ვერც დემოკრატმა რაფაელ უორნოკმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მოიპოვეს, რაც გამარჯვებისთვის იყო აუცილებელი. ამის გამო ჯორჯიაში მეორე ტური დაინიშნა.

უოკერი, რომელიც ამერიკული ფეხბურთის ცნობილი მოთამაშეა, აბორტების წინააღმდეგ გამოდიოდა და მას პირადად დონალდ ტრამპი უჭერდა მხარს.

უორნოკი ებენზერას ბაპტისტური ეკლესიის პასტორია, სადაც თავის დროზე მსახურებას მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი ატარებდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge