png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აშშ-ს უკრაინისთვის არ მიუცია რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების შესაძლებლობა, თუმცა მზად არის, უკრაინელებს ჰქონდეთ საჭირო აღჭურვილობა თავდაცვისთვის - ბლინკენი

  • მსოფლიო
  • 07.12.2022
  • 11:16
აშშ-ს უკრაინისთვის არ მიუცია რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების შესაძლებლობა, თუმცა მზად არის, უკრაინელებს ჰქონდეთ საჭირო აღჭურვილობა თავდაცვისთვის - ბლინკენი

აშშ აცხადებს, რომ უკრაინას არ ეხმარება შორ მანძილზე მოქმედების იარაღით, თუმცა ხელს არ უშლის საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში.

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 6 დეკემბერს ვაშინგტონში, ავსტრალიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის არ მიუცია რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების შესაძლებლობა, თუმცა უნდა გვესმოდეს, რისი გავლა უწევთ ყოველდღე უკრაინელებს რუსეთის აგრესიის გამო.

„რუსეთიდან განხორციელებული დარტყმები იმ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანისკენ არის მიმართული, რომელიც მოსახლეობის გათბობას, ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს. ამას ჩვენ ზამთრის იარაღად გამოყენებას ვუწოდებთ. ეს არის უკრაინაში ყოველდღიური რეალობა. ჩვენ არც წაგვიხალისებია და არც შესაძლებლობა მიგვიცია უკრაინელებისთვის, რუსეთის შიგნით დარტყმები განახორციელონ, თუმცა მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რისი გადატანა უწევს უკრაინელებს ყოველდღე მათი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირობებში. ჩვენი მტკიცე მზადყოფნაა, ჩვენს მრავალ სხვა პარტნიორთან ერთად, უზრუნველვყოთ, რომ მათ ხელთ აქვთ საჭირო აღჭურვილობა საკუთარი თავის, საკუთარი ტერიტორიისა და საკუთარი თავისუფლების დასაცავად“, – განაცხადა ბლინკენმა.

5 დეკემბერს დილით, გავრცელდა ცნობები, რომ დრონებით დარტყმები სამ რუსულ აეროდრომზე განხორციელდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge