Time-მა 2022 წლის ადამიანად ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე „უკრაინული სული“ დაასახელა
- მსოფლიო
- 07.12.2022
- 20:14
ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა 2022 წლის ადამიანად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე „უკრაინული სული“ დაასახელა.
ასევე Time-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა, რომლებიც ზაფხულის შემდეგ ქვეყანაში არსებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძვიან.
მანამდე ზელენსკი წლის ადამიანად Financial Times-მა დაასახელა, ისრაელის გამოცემა The Jerusalem Post-მა კი მას 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ებრაელი უწოდა.
გასულ წელს გამოცემამ წლის ადამიანად ილონ მასკი დაასახელა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200