თურქულმა პოლიციამ ოპოზიციური გაზეთის ოფისი შტურმით აიღო
- მსოფლიო
- 05.03.2016
- 09:18
თურქულმა პოლიციამ ოპოზიციური გამოცემა Zaman-ის ოფისი შტურმით აიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა შენობასთან შეკრებილი ასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
როგორც ცნობილია, სტამბოლის სასამართლომ Zaman-სთვის გარე მმართველის დანიშვნა გადაწყვიტა, რამდენიმე საათის შემდეგ კი სამართალდამცველებმა რედაქციაში ჩხრეკა დაიწყეს. ამ გადაწყვეტილებას Zaman-ის ოფისთან საპროტესტო აქცია მოჰყვა.
Zaman, რომელიც 650 000-იანი ტირაჟით გამოდის, თურქეთში მმართველი ძალის მიმართ ოპოზიციურადაა განწყობილი და ყველაზე კითხვად ყოველკვირეულ გამოცემად მიიჩნევა.
ოპოზიციური გამოცემის მთავრობის კონტროლზე აყვანა უფლებადამცველებმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკრიტიკეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200