კადიივკაში, „ვაგნერელების“ შტაბში აფეთქება მოხდა - გაიდაი
- მსოფლიო
- 11.12.2022
- 19:26
ლუჰანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაცის ხელმძღვანელი სერჰი გაიდაი აცხადებს, რომ დროებით ოკუპირებულ კადიივკაში „ვაგნერელების“ შტაბში აფეთქება მოხდა.
ამის შესახებ გაიდაიმ ტელემარათონის დროს განაცხადა.
გაიდაის თქმით, ვრცელდება ფოტოებიც. „ისინი {„ვაგნერელები“} აღარც კი მალავენ, რომ დიდი დანაკარგები აქვთ“, - ამბობს გაიდაი.
თავის მხრივ, რუსული მედია იუწყება, რომ აფეთქება 10 დეკემბერს სასტუმროს შენობაში მოდა. შენობა დაინგრა, ასევე აღნიშნულია, რომ მაშველები ტერიტორიას ნანგრევებისგან ასუფთავებენ.

ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200