გამარჯვებამდე პრეზიდენტი ვიქნები, შემდეგ რა იქნება, ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, არ ვარ მზად - ზელენსკი
- მსოფლიო
- 12.12.2022
- 21:26
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის პრეზიდენტად ომში გამარჯვებამდე იქნება. ამის შესახებ მან Netflix-ზე ჟურნალისტ დევიდ ლეტერმანთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენს გამარჯვებამდე, მე ნამდვილად ვიქნები პრეზიდენტი. შემდეგ რა იქნება არ ვიცი, არ ვფიქრობ. ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, მზად არ ვარ.
უბრალოდ, ძალიან მინდა ზღვაზე, გულწრფელად გეტყვით, დევიდ, ძალიან მინდა ზღვაზე.
უბრალოდ ზღვაზე, როდესაც გავიმარჯვებთ და ლუდის დალევაც ძალიან მინდა“,- თქვა ზელენსკიმ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200