png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვაკვირდებით პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას, იმისთვის, რომ გართულდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის სანაცვლოდაც უნდა იყოს მოპოვებული თავისუფლება - რატი ბრეგაძე

  • კომენტარები
  • 14.12.2022
  • 00:09
ვაკვირდებით პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას, იმისთვის, რომ გართულდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის სანაცვლოდაც უნდა იყოს მოპოვებული თავისუფლება - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოქმედებდა თვითდაზიანების რეჟიმში, რათა დამძიმებული ჯანმრთელობის ფასად მოეპოვებინა თავისუფლება.

„ნათელი იყო თვითდაზიანების რეჟიმი უშუალოდ სააკაშვილის მხრიდან და ამის ყველაზე ნათელი დასტური არის ის, რომ მან გამოაცხადა შიმშილობა. შემდგომ ის გადავიყვანეთ საავადმყოფოში, როდესაც დაბრუნდა, კიდევ იყო შიმშილობის ხანმოკლე ეპიზოდი და №12 დაწესებულებაში გაზაფხულზე, როდესაც მას ჰქონდა დანიშნული შესაბამისი მკურნალობა ,ის იკვებებოდა შერჩევით და, ასევე, იღებდა მედიკამენტებს შერჩევით. რა არის ეს ყველაფერი, თუ არა თვითდაზიანების მცდელობა?! შემდგომ, როდესაც მას, ისევ თავისი ქცევიდან გამომდინარე, შევთავაზეთ რისკების გამო, რომ მას შესაძლოა, გართულებოდა ჯანმრთელობა, როდესაც არ იღებდა ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტს, ასევე, არ იკვებებოდა სათანადოდ, არ გადიოდა სასეირნოდ და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ რაიმე ფორმით მოეპოვებინა თავისუფლება, ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ, გადასულიყო კლინიკა „ვივამედში“ და ამის სანაცვლოდაც მივიღეთ წინაპირობები, რასაც მკურნალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას, იმისთვის, რომ გართულდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა რაც შეიძლება უფრო მეტად, რის სანაცვლოდაც უნდა იყოს მოპოვებული თავისუფლება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge