png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სისხლის სამართლის დანაშაულია, პატიმრის ნებართვის გარეშე გასაჯაროვდა პერსონალური მონაცემები - შალვა ხაჭაპურიძე

  • კომენტარები
  • 14.12.2022
  • 22:31
სისხლის სამართლის დანაშაულია, პატიმრის ნებართვის გარეშე გასაჯაროვდა პერსონალური მონაცემები - შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის კადრების გავრცელება უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, რადგან ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.

"ამას [კადრების გავრცელებას] უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ანუ, პატიმრის ნებართვის გარეშე მოხდა ამ ვიდეომასალის, ანუ პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. მერე ამას დავამატოთ ისიც, რომ დამონტაჟებულია, შეერთებულია, სხვადასხვა პერიოდებია და თუ ამაზე დავა დადგება და დამერწმუნეთ, დადგება დრო ამისთვისაც მოვიცლით, ამ გავრცელებულ ვიდეომასალას ჩაუტარდება ექსპერტიზა და ექსპერტიზა დაადგენს ამ ვიდეომასალის... შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ არის მონტაჟი, ზაფხულის პერიოდი, შემოდგომის პერიოდი, ზამთრის პერიოდი შეერთებულია და წარმოჩენილია იმ რაკურსით და იმ მდგომარეობით როგორიც ხელისუფლებას აწყობდა.

გუშინ საღამოსვე უკვე ცხადი იყო ბატონ რატი ბრეგაძის განცხადებით, რომ ისინი დღეს არანაირი პროცესის გამართვას არ აპირებდნენ და პროცესის ჩაშლის შემდგომ აი, ამ კადრების, დამონტაჟებული კადრების გამოქვეყნებას გეგმავდნენ. ქართულ პოლიტიკაში ეს სამწუხაროდ არახალია, ჩვენ არაერთხელ გვინახავს მსგავსი მანიპულაციები, თუმცა მიზანი ამის გახლავთ ერთი - თუ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მოვიდოდა ან მას ჩართავდნენ, მაშინ საზოგადოება დაინახავს მის ვიზუალურ მდგომარეობას, თუმცა ამით ახლა ხელისუფლება გვეუბნება, რომ იცით რა, ის სიმულანტობს, სინამდვილეში არის კარგად, მაგრამ მე მათ უნდა ვუთხრა, რომ ისინი შეცდნენ. პირიქით, ამ კადრებს ვინც უყურებს, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ვგულისხმობ და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულს და ბოტებს და ა.შ., პირიქით ეს არის მტკიცებულება რომ ეს ადამიანი ცუდად არის. ჩვენ ვითხოვთ, მოგვეცით საშუალება ჩატარდეს სასამართლო პროცესი, სასამართლო პროცესზე ექსპერტები გააჟღერებენ იმ დიაგნოზებს, რა დიაგნოზებიც აქვს დასმული ბატონ სააკაშვილს, იქნება ეს ნევროლოგიური კუთხით, გასტროლოგიური კუთხით და ასე შემდეგ", - თქვა ადვოკატმა.

დღეს, 14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც უწყების ცნობით "ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge