png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება პირველი თებერვლიდან ფასიანი ხდება

  • საზოგადოება
  • 15.12.2022
  • 15:30
ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება პირველი თებერვლიდან ფასიანი ხდება

2023 წლის პირველი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, რეფორმის საწყის ეტაპზე, 2017 წლიდან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ავტომფლობელების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირების საფასურისაგან დროებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ინსპექტირება ტარდებოდა იმავე ინსპექტირების ცენტრში, სადაც ჩატარდა პირველადი ინსპექტირება). უწყებაში განმარტავენ, რომ განმეორებით ინსპექტირებაზე საფასურის არარსებობის პირობებში, ხშირია შემთხვევები, როდესაც პირველად ტექნიკურ ინსპექტირებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა ხდება გაუმართავ მდგომარეობაში იმ მიზნით, რომ ინსპექტორის მხრიდან დადგინდეს ხარვეზი შემდგომ, განმეორებით ინსპექტირებისთვის გამოსწორების მიზნით.

„აღნიშნულის შედეგად, ხშირია პრაქტიკა, როდესაც პირველად ინსპექტირებაზე ხდება ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა, რაც ართულებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესს, ზრდის შესაბამისი ცენტრების მხრიდან მომსახურებისთვის აუცილებელ რესურსს და, გარკვეულწილად, ხელს უშლის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ სრული სურათის გამოვლენას.

აღსანიშნავია, რომ, საერთაშორისო პრაქტიკით, უმეტეს სახელმწიფოებში, სადაც მოქმედებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოს მსგავსი სისტემით, განმეორებითი ინსპექტირებისთვის დაწესებულია საფასური, რომელიც შეადგენს პირველადი ინსპექტირების საფასურის დაახლოებით 30 პროცენტს“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ავტოსატრანსპორტო საშუალების განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები“ (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით) შეტანილი ცვლილებით (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 დეკემბრის №562 დადგენილება) დგინდება საფასურები შემდეგი განაკვეთებით:

• მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 – კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის) – 30 ლარი;

• მსუბუქი სამგზავრო (M1 კატეგორია) და სატვირთო (N1 კატეგორია) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, და მისაბმელებისთვის (O3, O4) – 20 ლარი;

• ელექტრომობილებისთვის (M1 კატეგორია) – 15 ლარი.

ამასთან, პირველი იანვრიდან ბენზინის ძრავიანი ავტომობილის ტექინსპექტირებისას CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი მცირდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge