primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

(R) „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი გახდა

  • ბიზნესი
  • 15.12.2022
  • 16:44
 (R) „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი გახდა

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ განაგრძობს ზრუნვას თანასწორი სამუშაო გარემოს დამკვიდრებაზე და ის უკვე „გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი გახდა. ამ გადაწყვეტილებით კომპანია გამოთქვამს მზაობას, იზრუნოს ქალთა გაძლიერებასა და სამუშაო სივრცეში თანასწორი შესაძლებლობების გამყარებაზე.

„ქალთა გაძლიერების პროგრამა“ შვიდ ძირითად პრინციპს ეფუძნება და ერთგვარი გზამკვლევია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის. მთავარი იდეა კი სამუშაო ადგილებსა და საზოგადოებაში ქალების გაძლიერებაა. პრინციპები სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებებისა და შრომის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან. „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს ოფიციალურად ხელი 14 დეკემბერს „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ კონფერენციაზე მოაწერა.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ვფიქრობთ, გაეროს „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმოწერით ჩვენმა  კომპანიამ  კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ ასე, ერთობლივი ძალისხმევით სასურველი შედეგის მიღწევას შევძლებთ: დავარწმუნებთ ქალებს, არასოდეს თქვან უარი მიზნებსა და მისწრაფებებზე, იყვნენ მოტივირებულები და იცოდნენ მეტი თავიანთი უფლებების შესახებ. გვჯერა, ამ გზით მოვახერხებთ სტერეოტიპებთან გამკლავებას და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების როლის წინ წამოწევას“.

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პირველი კომპანიაა საავტომობილო სექტორში, რომელსაც ქალი გენერალური დირექტორი ჰყავს. კომპანია აქტიურად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც სტერეოტიპების მსხვრევასა და ქალთა როლის გაძლიერებას ემსახურება. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“  ყოველწლიურად ქალთა რალის აქტიური მხარდამჭერია. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლებენ. 

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში კერძო სექტორთან 2016 წლიდან თანამშრომლობს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კერძო ბიზნესის ინტერესი გენდერული თანასწორობის საკითხზე, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, სულ უფრო მზარდია. დღეს ქალთა გაძლიერების პრინციპებს საქართველოში უკვე 168 კომპანია აწერს ხელს, რაც, ჯამში, 70 000-ამდე დასაქმებულს ნიშნავს. მსოფლიო მასშტაბით კი „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი კომპანიების რიცხვი 7500-ს აღემატება.

 

ელენე გაბელაია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი: „კერძო სექტორის მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში ძალიან ღირებულია. გვიხარია, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის კომპანიები ინტენსიურად მუშაობენ, ახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივას - იქნება ეს სამუშაო ადგილზე ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და პროცედურების დანერგვა, დასაქმებულებისთვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზება, მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა, თანამშრომლების გადამზადება, დაწინაურება თუ ზოგადად ხელშეწყობა. გვიხარია, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“  ქალთა გაძლიერების პრინციპებს შემოუერთდა. ეს ნიშნავს, რომ კომპანია იზიარებს იმ ღირებულებებს, რასაც გენდერული თანასწორობა ჰქვია. რაც უფრო მეტი ბიზნესი ჩაერთვება ამ საქმეში, მით უფრო ეფექტიანად და დროულად შევძლებთ ეკონომიკურ წინსვლას არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ ქვეყნის მასშტაბით“.

 

„ქალთა გაძლიერების პრინციპები“ 2010 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანია, კომპანიებს დაეხმაროს, არსებული პოლიტიკა და პროგრამები ქალთა უფლებების გაფართოების განხორციელების პროცესს მოარგონ ან, საჭიროების შემთხვევაში,  ახალი პოლიტიკა და პროგრამები შეიმუშაონ. საერთაშორისო პრინციპებზე ხელმოწერით ამ პროცესს უკვე  „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც“  შეუერთდა.

--

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge