png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სალომე ზურაბიშვილმა პოეტი ტარიელ ხარხელაური ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

  • საზოგადოება
  • 15.12.2022
  • 22:39
სალომე ზურაბიშვილმა პოეტი ტარიელ ხარხელაური ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა პოეტი ტარიელ ხარხელაური ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში, ტარიელ ხარხელაურის ლექსების კრებულის „სამყარო, სამყაროს მიღმა“ პრეზენტაციაზე გაიმართა.

ბრწყინვალების ორდენი სამშობლოს, მთისა და ადამიანების სიყვარულით გამსჭვალული ქართული პოეზიის ღირშესანიშნავ წარმომადგენელს, პოეტ ტარიელ ხარხელაურს ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ხალხური შემოქმედებითი ტრადიციების ღირსეული გაგრძელებისათვის, წარჩინებული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის გადაეცა.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და პოეტს განსაკუთებული შემოქმედებისათვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ, ორბელიანების სასახლეში ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო იმართება. მგონი, ეს ერთგვარ ტრადიციად უნდა ვაქციოთ, მაგრამ ტრადიციად რომ ვაქციოთ, ალბათ, ყოველ ჯერზე არ გვექნება ბედნიერება, ტარიელ ხარხელაურს ვუმასპინძლოთ. პოეტებს სახელით იცნობენ, სახელით იხსენებენ და ისინი ამ სახელით შედიან ისტორიაში. თქვენ კი, უკვე ხართ საქართველოს ისტორიასა და კულტურაში. მინდა, მთელი საქართველოს სახელით, თქვენ მიმართ დიდი პატივისცემა გამოვხატო. სამწუხაროდ, დღეს ძალიან ცოტანი არიან ადამიანები, რომლებსაც ამგვარი პატივისცემა ეკუთვნის. ბედნიერი იქნებოდა საქართველო, რომ მეტნი იყვნენ, ვინც ღირსნი იქნებოდნენ ასეთი პატივისცემისა. იმედი მაქვს, სხვა დროც დადგება და გვეყოლება მეტი სამაგალითო ადამიანი. მეტი პოეტი შეიძლება, არა, რადგან დიდი პოეტები ხშირად არ იბადებიან და ყოველ ეპოქაში ერთი, ალბათ, უკვე ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. აქ ვხედავ ჟურნალისტებს და დარწმუნებული ვარ, ფიქრობენ: – რა პოეზია, რის პოეზია, ქვეყანაში სხვა აქტუალური თემებია, გახლეჩილია ეს ქვეყანა და რა დროს პოეზიაა? სწორედ ახლაა პოეზიის დრო, ახლა, ისე, როგორც არასოდეს. თუ არის რამე, რამაც შეიძლება, ერთგვარად გაგვაერთიანოს, სხვა რამ დავინახოთ, ჩავიხედოთ ჩვენს სულსა და ჩვენს კულტურაში, ეს არის პოეზია, რაც ძალიან გვჭირდება. არ ვიცი, სხვამ რამ შეიძლება, მოგვცეს ის სულიერი სიმშვიდე, რომელიც ესოდენ სჭირდება ამ ქვეყანას და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი არ არის. დრო გავა და მივხვდებით, რომ ალბათ, ჩვენთვის, ყველასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა კულტურამ იცოცხლოს, გაძლიერდეს და იყოს ჩვენი გამაერთიანებელი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პრეზენტაციაზე.

ორბელიანების სასახლეში მოწვეული სტუმრების წინაშე პოეტის ლექსები წაიკითხეს და სიტყვით მიმართეს: წიგნის პასუხისმგებელმა რედაქტორმა გიორგი ფარეშიშვილმა, მწერალმა ხასო ხანგოშვილმა, პოეტმა გელა დაიაურმა, მწერალმა როსტომ ჩხეიძემ, პოეტმა და ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ, პოეტმა ოთარ ფალიანმა, მთარგმნელმა მექა ხანგოშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge