png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჰააგის პროკურორის დღევანდელი გადაწყვეტილებით გამოირიცხა 2008 წლის ომში საქართველოს მხრიდან ჩადენილი რაიმე დარღვევა - იუსტიციის პირველი მოადგილე

  • პოლიტიკა
  • 16.12.2022
  • 20:47
ჰააგის პროკურორის დღევანდელი გადაწყვეტილებით გამოირიცხა 2008 წლის ომში საქართველოს მხრიდან ჩადენილი რაიმე დარღვევა - იუსტიციის პირველი მოადგილე

ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს სამხედროებმა 2008 წელს სამხედრო მოქმედებები აწარმოეს საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით, ნებისმიერი კითხვის ნიშანი, რაც შეიძლება ვინმეს ჰქონოდა, დაარღვია თუ არა რამე საქართველომ ამ ომში, საბოლოოდ გამოირიცხა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„ჰააგის პროკურორს დღევანდელი გადაწყვეტილება მინდა, მივულოცო საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით ჩვენს გმირ სამხედროებს, რომლებიც 2008 წლის ომში იბრძოდნენ. ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს სამხედროებმა 2008 წელს სამხედრო მოქმედებები აწარმოეს საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. ნებისმიერი კითხვის ნიშანი, რაც შეიძლება ვინმეს ჰქონოდა, საქართველომ დაარღვია თუ არა რამე ამ ომში, საბოლოოდ გამოირიცხა. ჰააგის პროკურორმა საბოლოოდ დახურა გამოძიება 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით. გამოძიება მხოლოდ იმ ნაწილში გაგრძელდება, სადაც გამოკვეთილია დანაშაულები საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ეპიზოდებზე. საზოგადოებისთვის როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს პროკურორმა გამოკვეთა ეთნიკური ოსების და რუსი გენერლის პასუხისმგებლობა ამ ომში, რომლებმაც ჩაიდინეს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულები. დღევანდელი გადაწყვეტილებაში პროკურორმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ დანაშაულები ჩადენილი იყო საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომ მას ჰქონდა ეთნიკური ნიადაგი, იყო მასშტაბური. დანარჩენ ეპიზოდში, სადაც შეიძლებოდა, საქართველოს დარღვევა დადგენილიყო, ეს ნაწილი მთლიანად დაიხურა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში ყველა დავა სუფთად მოიგო, არც სტრასბურგში, არც ჰააგაში არ გამოკვეთილა არც ერთი დარღვევა. სტრასბურგის სასამართლოში 3 300 საჩივარი იყო შეტანილი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის კოორდინაციით და იქაც სუფთად მოიგო საქართველომ ყველა საქმეში. ეს გადაწყვეტილებები სტრასბურგში და ჰააგაში აჩვენებს იმას, რომ 2008 წლის ომში თუ ვინმე არღვევდა რამეს, ეს იყო რუსეთის ფედერაცია და რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებული პირები“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი აცხადებს, რომ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა გრძელდება მუშაობა იმ პირთა სასამართლოში წარსადგენად, რომელთა დაკავებაზეც ორდერები გაიცა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge