png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კრემლი ცდილობს დაარწმუნოს უკრაინელები და დასავლეთი, რომ ომი ჩიხში შევიდა - ISW

  • მსოფლიო
  • 17.12.2022
  • 14:48
კრემლი ცდილობს დაარწმუნოს უკრაინელები და დასავლეთი, რომ ომი ჩიხში შევიდა - ISW

ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელბულ დარტყმებსა და მინსკში პუტინისა და ლუკაშენკას დაგეგმილ შეხვედარზე.

16 დეკემბერს რუსეთის არმიამ უკრაინის კრიტიკული მნიშვნელობის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მეცხრე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და კიევზე ერთ-ერთი უდიდესი სარაკეტო დარტყმები განახორციელა. რუსეთის ძალები, სავარაუდოდ, ახორციელებენ უფრო ძლიერ შეტევას კიევის წინააღმდეგ, რათა გამოიწვიონ საყოველთაო უკმაყოფილება უკრაინის დედაქალაქში, თუმცა, ნაკლებსავარაუდოა, რომ ასეთი სარაკეტო დარტყმები ადგილობრივი მოსახლეობის ნებას გატეხს.

რუსეთის დარტყები სერიოზულ საფრთხეს უქმნის უკრაინის მოსახლეობას, მაგრამ წარმატება ვერ მოაქვს რუსეთის ჯარებისთვის დაიწყონ შეტევითი ოპერაციები უკრაინის ტერიტორიაზე.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბელარუს კოლეგასთან ალექსანდრ ლუკაშენკასთან დაგეგმილი შეხვედრის წინ, სავარაუდოდ, ცდილობს მიაღწიოს დათმობებს რუსეთ-ბელარუსის ინტეგრაციის მიმართულებით. ეს იქნება პუტინისა და ლუკაშენკას პირველი შეხვედრა მინსკში, 2019 წლის შემდეგ. კრემლი ცდილობს გამოიყენოს ქვეყნების სამოკავშირეო ფორმატი, რომელიც ფორმალურად არსებობს 1990-იანი წლების შემდეგ ბელარუსზე კონტროლის დასამყარებლად. თუმცა ლუკაშენკამ უკვე ნათლად განაცხადა, რომ არ მიიღებს რუსეთის მოთხოვნებს ინტეგრაციის შესახებ.

პუტინის ვიზიტი მინსკში, შესაძლოა, მიანიშნებდეს იმაზე, რომ ის რეალურად მზად არის 2023 წლის ზამთარში განაახლოს იერიში უკრაინის წინააღმდეგ - ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილზე ან კიევზე.

ალბათობა იმისა, რომ ბელარუსი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ამ იერიშში, დიდი არ არის, თუმცა პუტინისა და ლუკაშენკას შეხვედრა ნებისმიერ შემთხვევაში დაეხმარება რუსეთის საინფორმაციო კამპანიის მცდელობას გატეხოს უკრაინის ნება და მის მიმართ დასავლეთის მხადაჭერის მზადყოფნა.

კერძოდ, ის მიმართულია დაარწმუნოს უკრაინელები და დასავლეთის ქვეყნები, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ შეტევა ბელარუსიდან. კიევის მიმართ რუსეთის დარტყმები, ბელარუსში ჯარების გადასროლა და საომარი რიტორიკა წარმოადგენს ამ საინფორმაციო ოპერაციის ნაწილს.

ინსტიტუტის თანახმად, კრემლი, სავარაუდოდ, ვერ გატეხს უკარინელების საბრძოლო სულისკვეთებას, თუმცა შეეცდება დაარწმუნოს დასავლეთი, რომ ომი ჩიხში შევიდა და უკრაინა მეტი ტერიტორიების დაბრუნებას ვეღარ შეძლებს. ISW-ს მიაჩნია, რომ ასეთი დასკვნები არარეალურია, უკრაინას კი აქვს კარგი შესაძლებლობები უახლოეს თვეებში ტაქტიკურად მნიშვნელოვანი ტერიტორიები  დაიბრუნოს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge