png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ირანში ცნობილი მსახიობი დააკავეს, რომელიც ანტისამთავრობო დემონსტრაციებს მხარს უჭერდა

  • მსოფლიო
  • 18.12.2022
  • 12:34
ირანში ცნობილი მსახიობი დააკავეს, რომელიც ანტისამთავრობო დემონსტრაციებს მხარს უჭერდა

ირანში ცნობილი მსახიობი დააკავეს, რომელიც ანტისამთავრობო დემონსტრანტებს მხარდაჭერას უცხადებდა. BBC-ის ინფორმაციით, მას ბრალად „სიცრუის გავრცელება“ წარუდგინეს.

38 წლის თარანე ალიდოსტი საპროტესტო აქციების ხისტი გზებით ჩახშობის გამო ირანის მთავრობას ღიად აკრიტიკებდა. მან ინსტაგრამში გაავრცელა ფოტოები, რომელზეც ის ხიჯაბის გარეშეა. მან ასევე დაგმო დემონსტრაციების მონაწილეთა სიკვდილით დასჯი ფაქტებიც.

როგორც ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, მსახიობმა მის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებულ პოსტებში წარმოდგენილი ინფორმაცია მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები სექტემბრიდან გრძელდება.

მოსახლეობის პროტესტი 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც „მორალის პოლიციამ“ 13 სექტემბერს ჰიჯაბის არასწორი გამოყენების გამო დააკავა. დაკავების შემდეგ გოგონა კომაში ჩავარდა. იმავე დღეს ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი დღის შემდეგ შინაგანი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

პროტესტი 17 სექტემბერს ქურთების ქალაქ საკეზში ქალის დაკრძალვაზე დაიწყო.

მედიის ცნობით, დაღუპულია 400-ზე მეტი ადამიანი, 1 800 კი დააკავეს. მათ ნაწილს სიკვდილი აქვს მისჯილი

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge