primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

ჩვენ რომ ჰააგაში სამართლებრივი ბრძოლა არ მოგვეგო, ვიღაცები რისკის წინაშე იყვნენ - მამუკა მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 19.12.2022
  • 14:09
ჩვენ რომ ჰააგაში სამართლებრივი ბრძოლა არ მოგვეგო, ვიღაცები რისკის წინაშე იყვნენ - მამუკა მდინარაძე

ღალატის გადასაფარად გაღმა შედავების პიარულ-ისტერიული პრინციპით ხდება აჟიტირებული, გაკაპასებული კამპანიის წარმოება. ჩვენ რომ ჰააგაში ეს სამართლებრივი ბრძოლა არ მოგვეგო, დიახ, რისკის წინაშე იყვნენ ვიღაცები – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჰააგის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დიახ, ომის დანაშაულები ჩაიდინა რუსულმა, ანუ ოკუპანტის მხარემ და ამ სამართლებრივ ბრძოლაში საქართველო გამოვიდა გამარჯვებული.

„ერთადერთი მიზეზი, რაც შეიძლება ამ ისტერიულ კამპანიას მათი მხრიდან ჰქონდეს, არის გაღმა შედავების პიარული პრინციპი, მეტი ახსნა არ აქვს. თავად თქვენზე და ჩემზე კარგად იციან. თავის დროზე, ვიდრე ჩვენ აღმოვაჩენდით, ეს რეზოლუცია ხომ იცოდნენ? თვითონ ხომ იცოდნენ, რომ ომის დაწყება დაუფიქსირეს 7 აგვისტოს და 9 აგვისტოს პრეზიდენტი ამბობდა, რომ რუსეთის ჯარები 8 აგვისტოს შემოვიდნენო. აქ რომ 7 აგვისტო წერია და აქ 7 აგვისტოს ოსი სეპარატისტები მოქმედებდნენ, რუსეთი არაფერ შუაში არ იყოო, პრაქტიკულად ამას ლაპარაკობდნენ და 8 აგვისტოს დაუფიქსირა რუსის ჯარებს შემოსვლა როკის გვირაბით, ეს ხომ ჩვენზე კარგად იციან? ჩვენზე კარგად ხომ იციან, მე-5 პუნქტში რაც ჩაწერეს და რას დაუჭირეს მხარი, რომ კასეტური ბომბებით დაიბომბა ცხინვალი და მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე შეექმნა და რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს საომარი მოქმედებები და ომის დაწყება 7 აგვისტოს სწორედ ამას დაუკავშირეს? ეს ხომ იციან? ის ხომ იციან, რომ მე-11 პუნქტში თავად მოაწერეს ხელი იმაზე, რომ ჰუმანიტარული სამართლის ფაქტების დარღვევას ჰქონდაო ადგილი და შესაძლოაო საქართველოს და რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ომის დანაშაული ყოფილიყო ჩადენილი და საფუძვლიანი გამოძიება ჭირდებაო და კიო, სჭირდება ამას საფუძვლიანი გამოძიებაო, ეს შესაძლებლობა რომ დაუშვეს, თვითონ ხომ ყველაზე კარგად იციან? და ახლა, ღალატი ხომ გადაჭარბებული არ არის, რადგან ეს შავით თეთრზე წერია შეფასებად, ამ ღალატის გადასაფარად გაღმა შედავების პიარულ-ისტერიული პრინციპით ხდება რაღაც თითქოს მათი მხრიდან აჟიტირებული გაკაპასებული კამპანიის წარმოება.

რეალურად, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი, რომ ეს მოცემულობა, რაც მათ დაუშვეს და რითაც თავის სამხედროებს უდიდესი დარტყმა მიაყენეს და რისკის წინაშე დააყენეს ეს ადამიანები, როგორც არ ვიცი, შეიძლება თავდაცვის მინისტრი ყოფილიყო ობიექტი ამ შემთხვევაში, რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ უამრავი მტკიცებულება მოძიებული, არ ვიცი, გენშტაბის უფროსი, სამხედროები, გასაგებია, რომ რიგით სამხედროებზე შეიძლება არ ყოფილიყო ლაპარაკი. ჩვენ რომ ჰააგაში ეს სამართლებრივი ბრძოლა არ მოგვეგო, დიახ, რისკის წინაშე იყვნენ ვიღაცები. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ ქართული სახელი და გვარი არ დაფიქსირდა. ჩვენი მოპოვებული მტკიცებულებებით, ჩვენი სამართლებრივი, სწორი პოზიციით და არა იმით, რაც მათი მხრიდან იყო მხარდაჭერილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge