ვაშინგტონი უკრაინას „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს
- მსოფლიო
- 21.12.2022
- 13:14
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვაშინგტონი უკრაინას „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს.
ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების სახით ორი მილიარდი დოლარის ახალი პაკეტის შესახებ გააკეთებს განცხადებას.
გავრცელებული ცნობით, უკრაინელი სამხედროები „პეტრიოტის“ გამოყენების წვრთნებს მესამე ქვეყანაში გაივლიან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200