png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჰააგაში გამართლებული მთავარსარდალი კლინიკაში ხვდება დაბადების დღეს, ეს არის სევდიანი და სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - ხერხეულიძე

  • კომენტარები
  • 21.12.2022
  • 17:16
ჰააგაში გამართლებული მთავარსარდალი კლინიკაში ხვდება დაბადების დღეს, ეს არის სევდიანი და სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - ხერხეულიძე

ჰააგაში გამართლებული მთავარსარდალი, პუტინის პირადი ტუსაღი კლინიკაში ხვდება დაბადების დღეს. ეს არის ერთი სევდიანი და ძალიან სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია.

„მდგომარეობა უცვლელია, რადგან არ გადაწყვეტილა საკითხი, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს, ანუ მისი ქვეყნიდან გაყვანა და მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობა. გუშინ მასთან პროფესორი იყო, რომელმაც თქვა, რომ არ გამორიცხავს მოწამვლას, მაგრამ სისხლის ანალიზის აღებას არ აქვს აზრი დროის გასვლის გამოო. ეს პროცედურა არ ახსოვს, ჩატარდა თუ არა. ვერც მე დაგიკონკრეტებთ, ჩატარდა თუ არა.

რაც შეეხება პროცესს, არ ვიცი, რას გადაწყვეტს „ქართული ოცნების“ შეფი ბიძინა ივანიშვილი ხვალ. მოისურვებს თუ არა, მიხეილ სააკაშვილი ჩართოს ონლაინ და ანახოს საზოგადოებას. ამაზე პასუხი „ქართულ ოცნებაშიც“ არ ექნებათ, რადგან ეს გადაწყდება დილით, როგორ გუნებაზეც გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი. თუ ჩართავენ და საზოგადოება ნახავს ტკივილებისგან დატანჯულ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, უძლურებაში მყოფს, რომლის მდგომარეობა არის საკმაოდ კრიტიკული და რომელიც იმსახურებს, მიეცეს სიცოცხლის შესაძლებლობა, ეს იქნება ის სურათი, რასაც ნახავს ყველა ერთად, თუ შეეძლება მიხეილ სააკაშვილს, მიმართოს საზოგადოებას. სააკაშვილს არ აქვს ის მდგომარეობა, რომ ეს პროცესები დროში გაიწელოს. წარმოუდგენელია ამ პროცესების გადადება. ადამიანი ძალიან ცუდად არის, უბრალოდ ვერ გაუძლებს. სიცოცხლის უფლებას თუ უტოვებენ ამ ადამიანს, სასამართლოები მოკლე დროში უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge