png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სააკაშვილს მსჯავრი აქვს დადებული მძიმე დანაშაულების ჩადენაზე, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს - ოხანაშვილი

  • კომენტარები
  • 22.12.2022
  • 12:05
სააკაშვილს მსჯავრი აქვს დადებული მძიმე დანაშაულების ჩადენაზე, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს - ოხანაშვილი

მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, მას მსჯავრი აქვს დადებული მძიმე დანაშაულების ჩადენაზე, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა დაცული იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი არის არა საპატიმრო დაწესებულებაში, არამედ სამკურნალოში. მიეწოდება ყველა სერვისი. მას ჰყავდა 1 500 ვიზიტორი. თუ ადამიანი დანაშაულს სჩადის და მსჯავრს იხდის, მაგრამ მას იქ ყოფნა არ მოსწონს და უნდა გათავისუფლდეს, უკაცრავად, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც საპატიმროშია, თუ საკითხს ასე მიუდგება, მაშინ უნდა გამოვუშვათ. ეს არ არის სწორი. ამ საკითხს წყვეტს სასამართლო, კანონი და არა – ჩვენ. ყველამ პატივი უნდა სცეს კანონს. რა სერვისი სჭირდება, რასაც ვერ იღებს აქ და მიიღებს საზღვარგარეთ? სრული აბსურდია, რაზეც საუბრობენ. რა დიაგნოზი აქვს, რას ვერ აწვდიან აქ და რას მიაწვდიან საზღვარგარეთ? – ეს ყველაფერი არის გამოგონილი, აბსურდული ნარატივი. წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგი და პროპაგანდა, რომ თურმე, იმის გამო, რომ ვერ იტანს სამკურნალო დაწესებულებას, ამის გამო სადღაც უნდა იყოს გაყვანილი, ციხეშიც კი არ არის“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge