png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს პარლამენტმა უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა

  • საზოგადოება
  • 22.12.2022
  • 17:21
საქართველოს პარლამენტმა უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა

„თქვენი ჩამოსვლა მნიშნელოვანია. გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი სითბო დაგანახოთ თქვენ და დავანახოთ უკრაინელ ხალხს. თქვენ გაქვთ ახლა განსაკუთრებული პერიოდი. შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ქვეყანა, ჩამოაყალიბოთ მეგობრობა თანატოლებთან, რომელიც შემდეგ წლების განმავლობაში გაგყვებათ. პარლამენტი იქნება თქვენი მეგობარი და დღეს თქვენი ვიზიტით ეს მეგობრობა შედგა“,-  განაცხადა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიღებაზე, რომელიც პარლამენტში საქართველოში მყოფი უკრაინელი სტუმრებისთვის გაიმართა.

ომის შედეგად დაზარალებული ქალაქ მიკოლაევის ოლიმპიური სკოლის 24 აღსაზრდელი და მათი მწვრთნელები საქართველოს პარლამენტის და თბილისის მერიის ორგანიზებით  თბილისში წინასაახალწლო დღეებს გაატარებენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ვიცე-სპიკერს, არჩილ თალაკვაძეს ბავშვების ჩამოყვანის ორგანიზებისთვის  მადლობა გადაუხადა. შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„როდესაც საუბარია მეგობრობის ჯგუფებზე, ეს, როგორც წესი, არის საპარლამენტო დიპლომატიის ნაწილი, მაგრამ ამ წელმა აჩვენა, თუ რამხელა დატვირთვა აქვს მეგობრობის ჯგუფებს.  მიხარია, რომ უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა ამდენი რამ შეძლო და ასე მჭიდროდ აკავშირებს ერთმანეთს ჩვენს პარლამენტებს, ქვეყნებს, ხალხებს და არის გარკვეული საპარლამენტო ხიდი, რომელიც დღეს არის განსაკუთრებულად აქტიური“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში სტუმრად მყოფ უკრაინელ ბავშვებს ასევე სიტყვით მიმართა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, - „ეს ვიზიტი დაგეხმარებათ, ისტორიის ამ რთულ მომენტში, როდესაც უკრაინაში ომია და უკრაინა იბრძვის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, კიდევ ერთხელ იგრძნოთ თქვენი მეგობრების ძლიერი მხარდაჭერა. საქართველოს უყვარხართ და გვინდა, უკრაინის მშვიდობიანი ხვალინდელი დღე იყოს გარანტირებული. ჩვენ გვსურს უკრაინამ და უკრაინელმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ უნდა წარმართოს თავის ქვეყნის მომავალი და ამაში მთელ დასავლურ საზოგადოებასთან ერთად, უკრაინას აქვს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ ამ რთულ დღეებში საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა გამოვხატოთ უკრაინელი კოლეგების მიმართ“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ თავის მხრივ თბილისის მერს კახა კალაძეს გადაუხადა მადლობა პროექტის ორგანიზებისა და ბავშვების ჩამოყვანაში გაწეული დახმარებისთვის. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა კი ორი ქვეყნის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებს მიმართა სამადლობელი სიტყვით გაწეული ძალიხსმევისთვის.

საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, უკრაინის რადას დეპუტატმა ლუდმილა მარჩენკომ კი განაცხადა, რომ ორი ქვეყნის მეგობრობის დადასტურებაა ის დამოკიდებულება, რასაც საქართველო უკრაინის და უკრაინელი ბავშვების მიმართ იჩენს.

უკრაინელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა საქართველოს პარლამენტის და  დედაქალაქის მერიის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge