მიხეილ სააკაშვილის მომდევნო პროცესი 29 დეკემბერს ჩაინიშნა
- სამართალი
- 22.12.2022
- 18:30
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება.
მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომა 10:00 საათზე ჩანიშნა.
მიხეილ სააკაშვილი დღეს სასამართლოს კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩაერთო. მას სურდა, მოქალაქეებისთვის უკრაინულად მიემართა, რისი უფლებაც მოსამართლემ არ მისცა. შესვენების შემდეგ ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა თავი ცუდად იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა.
დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი ერიკ-დევიდ გოლდსმიტი დაკითხეს.
გოლდსმიტის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენცია აქვს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200