ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ანჯეი დუდას შეხვდა
- მსოფლიო
- 22.12.2022
- 21:08
აშშ-დან უკრაინაში დაბრუნებამდე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეხვდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დუდასთან შეხვედრისას სამომავლო სტრატეგიული გეგმები და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
„გზად შინისაკენ შევხვდი უკრაინის მეგობარს, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას. შევაჯამეთ წელი, რომელმაც ისტორიული გამოწვევები მოიტანა სრულმასშტაბიანი ომის გამო. განვიხილეთ სამომავლო სტრატეგიული გეგმები, ორმხრივი ურთიერთობები და ურთიერთქმედება საერთაშორისო დონეზე 2023 წელს“, – წერს ზელენსკი „ტელეგრამის“ გვერდზე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200