პარიზის ცენტრში შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლი გახსნა, დაღუპულია, სულ მცირე, სამი ადამიანი
- მსოფლიო
- 23.12.2022
- 18:05
პარიზის ცენტრში, 69 წლის კაცმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 3 ადამიანი, დაიჭრა კიდევ 4 ადამიანი, მათ შორის ორი მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, 69 წლის ეჭვმიტანილი კაცი პოლიციამ მალევე დააკავა. თავდასხმის მოტივი ან სამიზნე ჯერჯერობით გაურკვეველია.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი საფრანგეთის მოქალაქეა, რომლის შესახებ პოლიციას ინფორმაცია ჰქონდა მკვლელობის ორ მცდელობასთან დაკავშირებით.
მოწმეების განცხადებით, შემთხვევის ადგილზე შვიდი ან რვა გასროლის ხმა გაიგეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200