საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს
- სამართალი
- 24.12.2022
- 11:35
თბილისში, "ლაგუნა ვერესთან" საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მტკვარში გადახტა, თუმცა იგი საპატრულო პოლიციამ წყლიდან უვნებლად ამოიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200