ჩინეთში ერთ დღეში COVID-19-ით 37 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა - Bloomberg
- მსოფლიო
- 24.12.2022
- 12:37
ჩინეთში 20 დეკემბერს Covid-19-ით 37 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ Bloomberg-ი ამ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დახურულ სხდომაზე დაყრდნობით წერს.
ჯანდაცვის ეროვნული კომისიის შიდა შეხვედრის ოქმის მიხედვით, დეკემბრის პირველ 20 დღეში, კორონავირუსული ინფექციით 248 მილიონი ადამიანი ანუ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 18%-ი დაინფიცირდა. შეხვედრის ოქმში არ არის ნახსენები, თუ რამდენი ადამიანი იმსხვერპლა ეპიდემიამ.
ვირუსის სწრაფი გავრცელება, სავარაუდოდ, პეკინის მიერ Covid-19-ის ნულოვანი პოლიტიკის შემსუბუქებას უკავშირდება, რამაც გამოიწვია "ომიკრონის" ტიპის ვირუსის გავრცელება ბუნებრივი იმუნიტეტის დაბალი დონის მქონე მოსახლეობაში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200