primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ბინები დაუბრუნდებათ

  • სამართალი
  • 07.03.2016
  • 13:40
დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ბინები დაუბრუნდებათ

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით,დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 3 საცხოვრებელი ბინა და 1 საოფისე ფართი დაუბრუნდებათ.

დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2010 წლის 6 სექტემბერს მთავარ პროკურატურას  დაკავებული ჰყავდა სამშენებლო კომპანია ,,მშენებელი XXI საუკუნი"-ს დირექტორი და დამფუძნებელი მერაბ ლურსმანაშვილი და ნუგზარ ბარბაქაძე, რომელთაც ედავებოდნენ  მშენებლობის პროცესში ამხანაგობის კრების ოქმის გაყალბებას და მათ უკანონოდ გამოყენებას.

გამოძიების მსვლელობისას მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა პროკურატურაში დაიბარეს დაკავებული მშენებლების ნუგზარბარბაქაძისა და მერაბ ლურსმანაშვილის მეუღლეები - მარინე რუაძე და მარინე მამაცაშვილი, რომლებსაც განუცხადეს, რომ თუ სურდათ მათ მეუღლეებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ამისთვის აუცილებელი იყო უსასყიდლოდ დაეთმოთ წყნეთის გზატკეცილი 39-ში მდებარე მათ კანონიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინები, წინააღმდეგ შემთხვევაში ნუგზარ ბარბაქაძეს და მერაბ ლურსმანაშვილს დიდი ხნით მოუწევდათ ციხეში ყოფნა. აღნიშნული ზეწოლის შედეგად, პროკურატურაში არაერთი გამოძახების შემდეგ, მარინე რუაძე და მარინე მამაცაშვილი იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ პროკურატურის უკანონო მოთხოვნას და სახელმწიფოს სახელზე გადააფორმეს მათ საკუთრებაში არსებული ბინები. მხოლოდ ამის შემდეგ პროკურატურამ ბრალდებულებთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, სადაც არ იქნა ასახული შეთანხმების ,,ჩრდილოვანი პირობა" - ბინების დათმობა, ბრალდებულებს განესაზღვრათ პირობითი მსჯავრი, დაეკისრათ ჯარიმები და მათ დატოვეს საპატიმრო დაწესებულება. უკანონოდ ჩამორთმეული ბინები კი აღირიცხა პროკურატურის და თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე.

გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ჩვენს მიერ ბინების ჩამორთმევაში მხილებული ყოფილი პროკურორის მიმართ გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. თანამშრომლობის შედეგად კი გამოძიება გაგრძელდება პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიმართ.

დაზარალებულ მოქალაქეებს მარინე მამაცაშვილს, მერაბ ლურსმანაშვილს, ნუგზარ ბარბაქაძეს და მარინე რუაძეს დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფოს ბალანსზე რიცხული წყნეთის გზატკეცილი 39-ში მდებარე 150 000 დოლარამდე ღირებულების 166 და 87 კვადრატული მეტრი ორი საცხოვრებელი სახლი.

გარდა ამისა, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა კიდევ ერთი დაზარალებული მოქალაქის რამაზ თოთლაძის დარღვეული უფლების აღდგენა მოახერხა. რამაზ თოთლაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 05 ივლისს უსაფუძვლოდ დამნაშავედ ცნო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის და სასჯელად განუსაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა,  ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით და ჩამოართვა საცხოვრებელი ბინა და საოფისე ფართი.

2016 წლის 14 იანვარს, პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა რამაზ თოთლაძის რეაბილიტაცია - მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა და უკანონოდ ჩამორთმეული საცხოვრებელი ბინის და საოფისე ფართის დაბრუნება. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და  დადასტურებულად მიიჩნია, რომ რამაზ თოთლაძეს ბრალდება უკანონოდ ედავებოდა საცხოვრებელი ბინის და საოფისე ფართის შეძენის გზით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რის საფუძველზეც მას ჩამორთმეული ჰქონდა ხსენებული უძრავი ქონებები, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 29 თებერვალს რამაზ თოთლაძის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, მოუხსნა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 50 000 ლარი.

აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართავს, რათა დაზარალებულ მოქალაქეს რამაზ თოთლაძეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ნახევარ მილიონ ლარამდე ღირებულების თბილისი, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე დუპლექსის ტიპის 535 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ბინა და ამავე მისამართზე მდებარე 57,04 კვადრატული მეტრი საოფისე ფართი.

ამრიგად, მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად 5 დაზარალებულ მოქალაქეს პროკურატურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მთავრობის ერთობლივი მუშაობით დაუბრუნდებათ 1 მილიონ ლარამდე ღირებულების 3 საცხოვრებელი ბინა და 1 საოფისე ფართი.

პროცესი, რომელიც პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება დაზარალებული მოქალაქეებისთვის 2012 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში იძულებით ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებას, აქტიურად მიმდინარეობს და მას ექნება შეუქცევადი ხასიათი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge