png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„ჩვენი პასუხისმგებლობაა საკუთარი და სხვისი სიცოცხლის დაცვა“ - ელენე კალანდაძე „თეგეტას“ წინასაახალწლო კამპანიას შეუერთდა

  • საზოგადოება
  • 28.12.2022
  • 19:16
 „ჩვენი პასუხისმგებლობაა საკუთარი და სხვისი სიცოცხლის დაცვა“ - ელენე კალანდაძე „თეგეტას“ წინასაახალწლო კამპანიას შეუერთდა

ელენე კალანდაძე იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ახალ წელს სამსახურში ხვდება და ყველაზე მეტი სამუშაო სწორედ ახალი წლის დამდეგს აქვს. ამასთან, აუცილებლად მოღიმარი, ხალისიანი და ენერგიული  უნდა იყოს, რათა სცენიდან ათასობით ადამიანისთვის სადღესასწაულო განწყობა შექმნას.

ელენე კალანდაძე, მომღერალი: „წლის ყველაზე ჯადოსნური პერიოდის მოახლოება დიდ ფუსფუსთანაა დაკავშირებული. ჩემს დიდ ოჯახში საქმე ყველა წევრზეა გადანაწილებული. აი, მე, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მისია დამეკისრა, რომელსაც ყოველ წელს პირნათლად ვასრულებ  -  ეს არის ნაძვის ხის მორთვა და, შესაბამისად, სიხარულით და დადებითი ემოციებით, სახლში საახალწლო განწყობის შექმნა.

ჩემი პროფესიიდან და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, უკვე წლებია, ახალი წლის დადგომა, ოჯახურ სამზადისთან ერთად, გაორმაგებულ შრომასთან ასოცირდება. ამ პერიოდში უამრავი სადღესასწაულო ღონისძიება და კონცერტი იმართება და ჩემთვისაც ეს ჯადოსნური პერიოდი განსაკუთრებულად დატვირთულია. ახალი წლის ღამის გატარებაც, ტრადიციულად, სიმღერ-სიმღერით, სხვადასხვა სცენაზე მიწევს. ბოლო გაჩერება კი ყველაზე ტკბილი და თბილია, მაშინ როდესაც ჩემს მძინარე შვილს ვაკოცებ და ახალი წლის დადგომას მივულოცავ.“

პროფესიიდან გამომდინარე, ელენესთვის უცხო არ არის, რომ ახალი წლის აღნიშვნას, მხიარულებასთან ერთად,  ალკოჰოლის განსაკუთრებით ჭარბი მოხმარება, შემდეგ კი ხშირად არაკეთილგონიერი ქცევა მოსდევს, მათ შორის - მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვა. როგორც ელენე ამბობს, თავადაც მჯდარა ნასვამი საჭესთან და ამას აღარასდროს გაიმეორებს. ყველაზე ცუდად კი ის შემთხვევა ახსენდება, როცა საკუთარი მანქანის მართვის ნება მთვრალ მეგობარს მისცა.

ელენე კალანდაძე, მომღერალი: „როცა მთხოვა მეგობარმა საჭესთან დამესვა, რატომღაც, ნება დავრთე, არ ვიცი, რატომ. ამ დროს მანქანაში ბევრნი ვისხედით. უეცრად სიჩქარის დამორჩილება ვერ მოახერხა, გმირთა მოედანზე მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და შემაღლებულზე შევარდა. სასწაულებრივად გადავრჩით და, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. მახსოვს, რამდენიმე წამი გაშეშებულები ვისხედით და ვაანალიზებდით, რაც მოხდა. ეს იყო უდიდესი გაკვეთილი ჩემთვის და გარშემო მყოფებისთვის.“

სამწუხაროდ, ზოგჯერ არც სხვების და არც საკუთარი  მაგალითები საკმარისი არ აღმოჩნდება ხოლმე. სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხს ეხება „თეგეტა ჰოლდინგის“ წინასაახალწლო კამპანია - „აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში“. კამპანიის მთავარი ვიდეო ახალი წლის აღნიშვნის განსხვავებულ, მრავალფეროვან გზებს წარმოაჩენს და ხაზს უსვამს, რომ გართობას შეზღუდვები არ აქვს. ერთადერთი, რაც ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, ისაა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანა არ უნდა ვმართოთ.

 

კამპანიის გზავნილს ელენეც უერთდება და საზოგადოებას მეტი სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდებს.

ელენე კალანდაძე, მომღერალი: „ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ მტკივნეულ და პრობლემურ თემასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ შევუერთდი „თეგეტას“ ამ მნიშვნელოვან და დროულ კამპანიას. მინდა, თითოეულმა მძღოლმა, კარგად გააცნობიეროს ის საფრთხეები, რაც ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ახლავს და ისიც, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა საკუთარი და სხვისი სიცოცხლის დაცვა.

გულწრფელად მინდა ვუსურვო საზოგადოებას, უსაფრთხო, დაცულ და სამართლიან  ქვეყანაში ცხოვრება.  2023 წელი სიკეთის და სიმშვიდის წელი ყოფილიყოს.“

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge