საჭიროების შემთხვევაში უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე შევლენ - დანილოვი
- მსოფლიო
- 30.12.2022
- 11:43
უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსეი დანილოვი აცხადებს, რომ საჭირო თუ გახდება უკრაინელი სამხედროები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შევლენ. ამის შესახებ დანილოვმა kyivpost-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენი ქვეყნის დასაცავად საჭირო თუ იქნება რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა, ჩვენ იქ ვიქნებით და არავის შევეკითხებით. ყველა საუბარი, რომ ვიღაცის გაღიზიანება არ არის საჭირო, სისულელეა“, – განაცხადა დანილოვმა.
მანამდე უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები საბრძოლო მოქმედებების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადატანას კატეგორიულად გამორიცხავდნენ.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია რუსეთში ბრიანსკის ოლქში 4 უკრაინელი სამხედროს დაღუპვის შესახებ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200