png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, ქალაქ მაკიივკაში სარაკეტო დარტყმის შედეგად, 400-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

  • მსოფლიო
  • 03.01.2023
  • 01:14
უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, ქალაქ მაკიივკაში სარაკეტო დარტყმის შედეგად, 400-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინელი სამხედროები იუწყებიან, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 400-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, 300 კი დაშავდა.

BBC-ის ინფორმაციით, უკრაინელების სამიზნე გახდა ქალაქ მაკიივკაში მდებარე შენობა, სადაც რუსი სამხედრო მოსამახურეები იყვნენ განთავსებული.

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ უკრაინელებმა დონეცკის ოლქში მდებარე დასახლებაზე მიიტანეს სარაკეტო დარტყმა, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა არ დაუსახელებიათ.

რუსულმა მედიამ ასევე დაადასტურა უკრაინელების იერიშის შესახებ ინფორმაცია, თუმცა უარყო 400 ჯარისკაცის დაღუპვა.

ამასთან, ყოფილმა რუსმა სამხედრომ, იგორ გირკინმა განაცხადა, რომ უკრაინელების დარტყმის შედეგად, ასობით რუსი სამხედროა დაღუპული, ძირითადად კი, ახლახან მობილიზებული ჯარისკაცები.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მაკიივკაში, რუსი სამხედროების დისლოკაციის ადგილზე უკრაინის ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად 63 დაღუპულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge