primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ქვეყნის ყოფილი მთავარსარდლის ციხეში სიკვდილი საქართველოს ეროვნული სირცხვილია - უკრაინაში მებრძოლი ქართველები პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ

  • საზოგადოება
  • 05.01.2023
  • 13:56
ქვეყნის ყოფილი მთავარსარდლის ციხეში სიკვდილი საქართველოს ეროვნული სირცხვილია - უკრაინაში მებრძოლი ქართველები პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ

მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მესამე პრეზიდენტის შეწყალებას სთხოვენ უკრაინაში მებრძოლი ქართველები. ისინი ათონელის რეზიდენციასთან იკრიბებიან და ამბობენ რომ ქვეყნის ყოფილი მთავარსარდლის ციხეში სიკვდილი საქართველოს ეროვნული სირცხვილია. ქართველი მებრძოლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის სახელზე წერილს დატოვებენ. წერილში ვკითხულობთ: 

"უკრაინაში ოკუპანტ რუსებთან მებრძოლი ქართველების მიმართვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს: როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეცხრე თვეა მკურნალობის მიზნით იმყოფება კლინიკა ვივამედში, თუმცა სახალხო დამცველის კონსილიუმისა და ამერიკელი ექსპერტების დასკვნის თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა. ის არათუ მკურნალობის პროცესს ექვემდებარება, არამედ ყოველდღიურად მძიმდება და სიცოცხლის შენარჩუნება საქართველოში ვერ მოხერხდება, აღნიშნულ პროცესს კი ფატალურ შედეგამდე მივყავართ. ჩვენ უკრაინაში საქართველოს ისტორიული მტრის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველები აფხაზეთისა და 2008 წლის ომების ვეტერანები, მოგმართავთ - გვერდით გადავდოთ პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები, გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური უფლება, მისცეთ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება და ამით გადაარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. თქვენ გაქვთ შანსი და შესაძლებლობა, ამ ისტორიულ ეპოქაში, როდესაც გმირი უკრაინელი ხალი იბრძვის ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, გადაარჩინოთ 2008 წლის ომის მთავარსარდლის სიცოცხლე, რომელზეც დღეს უკვე ღიად მთელი და საერთაშორისო სასამართლოები საუბრობენ, რომ 2008 წელს ის საქართველოს გმირ ჯარისკაცებთან ერთად იცავდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საყურადღებოა, მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელი მდგომარეობით, მხოლოდ ოკუპანტი რუსეთია კმაყოფილი, რასაც ღიად და დაუფარავად აღნიშნავენ. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, საქართველო და საქართველოს მოქალაქეები აარიდოთ ისტორიულ სირცხვილს დანაშაულსა და ქვეყნის შიგნით დაპირისპირებისა და პოლარიზაციის გაღრმავებას, რაც რა თქმა უნდა ვერ და არ იქნება გზა თავისუფალი სამყაროსკენ. ჩვენ ვართ ერი და სახელმწიფო, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ მოუშუშებია პირველი პრეზიდენტის დევნაში ძალადობრივი მოკვდინება, რამაც ჩვენი სამშობლო მრავალწლიანი შუღლის მორევში ჩაითრია. ისტორიის წიგნებში კიდევ ერთი მსგავსი სამარცხვინო ფაქტი არ უნდა ჩაიწეროს", - ნათქვამია წერილში

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge